02 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"ჩემთვის არის ცხადი, რომ საქართველოში, გარკვეულ ძალებს გეგმა აქვთ შედგენილი, რამენაირად მიაღწიონ იმას, რომ განვითარდეს იგივე მოვლენები, რასაც ჰქვია მაიდანიზაცია" - მიხეილ სარჯველაძე

"ჩემთვის არის ცხადზე ცხადი, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალებს სცენარი აქვთ გაწერილი, გეგმა აქვთ შედგენილი, რამენაირად როგორ მიაღწიონ იმას, რომ განვითარდეს იგივე მოვლენები, რასაც ჰქვია მაიდანიზაცია", - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისი თქმით, "მაიდანიზაციის" გეგმის განხორციელება საქართველოში არ მოხდება.

"ჩემთვის არის ცხადზე ცხადი, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალებს სცენარი აქვთ გაწერილი, გეგმა აქვთ შედგენილი, რამენაირად, როგორ მიაღწიონ იმას, რომ განვითარდეს იგივე მოვლენები, რასაც ჰქვია მაიდანიზაცია. იმიტომ რომ კარგად ხვდებიან ძალიან, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი, იყო აბსოლუტურად სამართლიანი და მართლზომიერი და მათთვის არავითარი სხვა შანსი ხელისუფლების ხელში ასაღებად არ არსებობს, გარდა მაიდანიზაციისა. დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებმაც დღეს შეიძლება პროტესტი დააფიქსირეს და არიან ემოციური ფონის "მსხვერპლი", ბუნებრივია, მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ არავითარი მიზეზი ჭიქაში ქარიშხლის მოწყობისთვის არ არსებობს. განუხორციელებადია ის გეგმა, რასაც ჰქვია საქართველოში მაიდანიზაციის განხორციელება," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები