02 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
სპეცრაზმელების მიერ ნაცემმა ზვიად მაისაშვილმა კლინიკა დატოვა - მას ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა აქვს

აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილმა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე სცემეს, ინგოროყვას კლინიკა დღეს დატოვა.

"კურიერთან" საუბრისას, ის 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მას ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. დავარდნის შემდეგ, მაისაშვილს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა სახეში ფეხი ჩაარტყეს.

"პოლიციელები ზედა ქუჩიდან ჩამოვიდნენ ქვემოთ და რუსთაველის მეტროსკენ გაიქცნენ. ჩვენ რუსთველის მეტროსკენ ვეღარ გავრბოდით, ამიტომ ერთადერთი გზა იყო, წავსულიყავით საპირისპირო მხარეს, ისევ აქციისკენ. შენობის კუთხეში შემხვდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც მომვარდა და ძირს დამაგდო. უკვე აღარ ვიცოდი ჩემს ძმასთან რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა დამაგდო, მაშინვე რამდენიმე პოლიციელი შემომეხვია და ყველა წიხლებს მირტყამდნენ. ამის შემდეგ მალევე გავითიშე და აღარ მახსოვს რა ხდებოდა. შედეგად, ტვინის შერყევა მაქვს და ცხვირის მოტეხილობა", - განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.

დღის ამბები