"უცხო არავისთვის არ არის საქართველოში პროტესტის გამოხატვა. ჩვენი უკანასკნელი 30 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ამის საჭიროება მაგრამ ის ფორმა და მიმართულება რაც დღეს ეძლევა საპროტესტო აქციებს არის ყოვლად მიუღებელი და ამავე დროს საშიში", - წერს ევროპის ძიუდოს კავშირის სპროტული დირექტორი, დავით ქევხიშვილი, სოციალურ ქსელში.
ის სამწუხაროს უწოდებს ცალკეული ტიტულიანი სპორტსმენების მხრიდან ურა პატრიოტული პოზიციის დაფიქსირებას და კითხვით მიმართავს მათ, რატომ არ შეუძლიათ დაგმონ ზოგადად ძალადობა, პირველ რიგში კი, რადიკალურად განწყობილი ჯგუფების აგრესია. მისივე თქმით, ორაზროვანი პოსტების წერას სჯობს, ყველამ პირდაპირ თქვას, თუ რა არ მოსწონს, ან სად დაინახეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვინმე უარს ამბობს.
"უცხო არავისთვის არ არის საქართველოში პროტესტის გამოხატვა. ჩვენი უკანასკნელი 30 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ამის საჭიროება მაგრამ ის ფორმა და მიმართულება რაც დღეს ეძლევა საპროტესტო აქციებს არის ყოვლად მიუღებელი და ამავე დროს საშიში. სამწუხაროა რომ რიგი ტიტულოვანი სპორტსმენების თავიანთი ურა -პატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას. ამ რანგის სპორტსმენები მხოლოდ ცალმხრივად რომ აპროტესტებთ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს ( რაც, რა თქმა უნდა დასაგმობია) დავიჯერო ვერ უყრით სიტყვებს თავს რომ დაგმოთ ზოგადად ძალადობა და პირველ რიგში ის გაუგონარი აგრესია რასაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოხატავენ? რატომ ვერ ხედავთ ამაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, თუ ხედავთ და თქვენთვის სულერთია? დაანებეთ თავი საკუთარი კომფორტის ზონაზე ზრუნვას , თუ გაქვთ რამე სათქმელი თქვით პირდაპირ რა არ მოგწონთ. ან რომ გამოსდებთ ორაზროვან პოსტებს ევროკავშირის დროშით, სად ნახეთ რომელ განცხადებასა თუ მიმართვაში მოისმინეთ რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვინმე უარს იძახის . საქართველო თავისთავად არის ევროპის და ევროპული კულტურის შემადგენელი ნაწილი ხოლო მის სამართლებრივ სისტემას შეუერთდება მხოლოდ ღირსებით", - წერს დავით ქევხიშვილი.