02 დეკემბერი 2024,   20:50
ვრცლად
გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების დიდი ნაწილი, მისი პარტიული სიით არის დაორგანიზებული - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობრივი ჯგუფების დიდი ნაწილი მისი პარტიული სიით არის დაორგანიზებული.

კობახიძის განმარტებით, გიორგი გახარია რამდენიმე წლის წინ პატრონის დავალებით აქტივისტებს თვალებს თხრიდა და ახლა იგივე პატრონის დავალებით პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრის.

"გახარიამ აღიარა, რომ მის მიერაც არის ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები. ერთ-ერთ დღეს, 100-მდე მოძალადე დააკავა შსს-მ და მან განაცხადა, რომ ათეულობით მისი აქტივისტი იყო დაკავებული. პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების დიდი ნაწილი, მისი პარტიული სიით არის დაორგანიზებული. აქაც საქმეში ერთვება პატრონის ფული და მითითებები, მაგრამ პარტიული ხაზი იყო მისი. ეს ადამიანი, რომელი რამდენიმე წლის წინ თვალს თხრიდა მომიტინგეებს პატრონის დავალებით, იგივე პატრონის დავალებით ახლა პიროტექნიკას ესვრის პოლიციელებს. ხელწერა არ იცვლება", - განაცხადა

დღის ამბები