02 დეკემბერი 2024,   19:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილის მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც.

ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი.

ვამაყობ ჩვენი ხალხით!

დიდება საქართველოს!" - წერს სააკაშვილი.

დღის ამბები