27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს

ყაზახეთმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა სამბოში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობა იზეიმა ჯაბა თურქიამ (71 კგ), რომელმაც ფინალში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ); ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს მიშიკო ნოზაძემ (88 კგ), დავით ლორიაშვილმა (98 კგ) და გიორგი ქავთარაძემ (+98 კგ); ბრინჯაო მიიღო პარა სამბოში რამინ ყიფშიძემაც.

ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები