ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში 5-სართულიანი სახლი დაინგრა. დაიღუპა 90 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები - სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარს "საშინელ ინციდენტს" უწოდებს.
გაეროს მონაცემებით, ეს ისრაელის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ბოლო სამი თვის განმავლობაში.
"ცახალის" განმარტებით, დარტყმა ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" წევრების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.