საკონსტიტუციო სასამართლომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო კანონის აღსრულება შეეწყვიტათ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი. მოსარჩელე მხარეა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. მათ მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არის არასკონსტიტუციური.
მოპასუხე მხარე სასამართლოში პარლამენტია.