24 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
გერმანიაში სირიის მოქალაქემ სახლები გადაწვა - შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, ქალაქ ესენში, სირიის მოქალაქემ 2 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა და მარკეტში მაჩეტეთი შეიარაღებული შეიჭრა. შემთხვევის შედეგად 30 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბავშვებმა მძიმე ტრავმები მიიღეს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის მოსვლამდე თავდამსხმელი ადგილობრივებმა დააკავეს. ბრალდებული 41 წლის მიგრანტი აღმოჩნდა, რომელსაც სირიის მოქალაქეობა აქვს.

დღის ამბები