22 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
"სიალ შენ-ჭენი" - ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე პირველად მოეწყო ქართული ნაციონალური პავილიონი

ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე სახელწოდებით "სიალ შენ-ჭენი" პირველად მოეწყო ქართული ნაციონალური პავილიონი. ღონისძიებაში ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დამთვალიერებლები გაეცნენ ქართულ ნაწარმს, მათ შორის თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო პროდუქტს. საერთაშორისო გამოფენაში 45 ქვეყნის 15 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

"პირველად გვაქვს ქართული სტენდი წარმოდგენილი, სადაც 6 ქართული კომპანია არის თავისი პროდუქციით წარმოდგენილი და ვიმედოვნებთ, რომ დიდ წარმატებას მიაღწევენ ბიზნეს მოლაპარაკებებში და მომავალშიც, ჩვენი - სოფლის მეურნეობის სააგენტოს მხრიდან გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ ჩვენი კომპანიები ფერმერების საერთაშორისო ბაზარზე წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით,“ - აცხადებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი.

დღის ამბები