22 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის სიტყვიერი მუქარისა და შეურაცხყოფის შემდეგ, "ქართულ ოცნების" წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ გიგიაძე "ქართული ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, როცა გარედან შემოსული ხმაური მოესმა. გარეთ გასულს, მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნუცუბიძე "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ოპოზიციის აქტივისტი პირადად ერმილე გიგიაძეს დაუპირისპირდა და რამდენჯერმე შეაგინა. ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები