ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის ძალები სახმელეთო და სახაერო ოპერაციას ქალაქ ხამადში და ხან-იუნისში ატარებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების, ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დღეს, დოჰაში გაიმართება. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი", ამ დრომდე, მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი, მაჰმუდ აბასსი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელზე ზეწოლას გააგრძელებს და ამისკენ საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს. თურქეთის პრეზიდენტმა ღაზაში მიმდინარე ომი დაგმო და დუმილსა ისრაელის მხარდაჭერაში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა.