კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. შეუფერხებლად მიმდინარეობს მოსავლის დაბინავების პროცესიც. მხოლოდ კახეთის რეგიონში, 49 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს. აგრობიზნესის ხელშეწყობისა და გადამამუშავებელი მეურნეობების განვითარების მიზნით, სახელმწიფომ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან 23 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, მზარდია ატმის ექსპორტის სტატისტიკაც. მიმდინარე წლის მხოლოდ ბოლო 4 თვეში, უცხოეთში 20 000 ტონამდე პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-თაა გაზრდილი ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა.
ატმის კრეფის პროცესი კახეთში თვის ბოლოს დასრულდება.