ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. მინისტრმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ, მათ შესაბამისი სერტიფიკატები მინისტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გადასცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს წევრებმა და ფაკულტეტების დეკანებმაც მიიღეს.