22 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია, ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ ფერი აკლია მედალს - ტატო გრიგალაშვილი

ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია, - აცხადებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ტატო გრიგალაშვილი.

მისი თქმით, ბევრისთვის წარმატება და საოცნებოა ოლიმპიადაზე მოხვედრა, თუმცა მის მედალს "ფერი აკლია".

"ნაწყენი ვარ იმ მხრივ, რომ ვგეგმავდით, მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით ოქროსთვის, ოქროსთვის უნდა გვებრძოლა. ასეც ვქენით, თუმცა ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია. რთულია - კონკრეტულ მომენტში იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და რჩები ისე, ძალიან საწყენია. წარმატება ბევრისთვის აქ მოხვედრაა - საოცნებო. მე ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ მაინც აკლია, ფერია აკლია [მედალს]" - განაცხადა გრიგალაშვილმა, რომლის კომენტარსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს ტატო გრიგალაშვილის კომენტარს, სადაც ის მადლობას უხდის გულშემატკივარს.

"პირველ რიგში, მადლობა მოლოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის. არ არის ოქრო, მაგრამ რას ვიზამთ. ისღა დარჩენიათ, ჩვენს, დანარჩენ ოლიმპიელებს, რომ შეძლონ და გამოასწორონ. ვიცი, რომ ბიჭებს სწყურიათ გამოსვლაც, ბრძოლაც და იმედი მაქვს, ყველას ექნება ოქრო და ვუსურვებ, ბოლომდე დაიხარჯონ და აუცილებლად დაუფასდებათ შრომაც," - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

დღის ამბები