თბილისის მერი, კახა კალაძე ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიადაზე წარმატებას ულოცავს.
"ძიუდოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პირველი ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ვულოცავ ტატოს ამ ბრწყინვალე ასპარეზობას!
წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ოლიმპიელებს!" – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა.