25 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 28 პირს ბრალი წაუყენეს - მათგან თითქმის ნახევარი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 28 პირს ბრალი უკვე წაყენებული აქვს. მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია. გაიმართა სასამართლო პროცესებიც, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელეს. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

თუმცა, უფლებადამცველების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და დუმილის უფლებას იყენებენ.

დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნის 12 მოქალაქეა. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დღის ამბები