22 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"ძალიან სამწუხაროა, რომ პარიზში ცერემონიის გახსნისას, ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის შეურაცხმყოფელი წარმოდგენების მოწმენი გავხდით" - მსოფლიო საპატრიარქოს განცხადება

"ძალიან სამწუხაროა, რომ ცერემონიის გახსნისას პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის შეურაცხმყოფელი წარმოდგენების", - მსოფლიო საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. 

"ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უმაღლეს სპორტულ მოვლენას, რომელიც იზიდავს მილიონობით ჩვენი და-ძმის ინტერესს პლანეტის ყველა კუთხიდან, ხოლო გახსნის ცერემონიას საზეიმო მნიშვნელობა აქვს. იგი აძლევს მასპინძელ ერს შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას თავის ისტორიას.

ძალიან სამწუხაროა, რომ ცერემონიის გახსნისას პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის შეურაცხმყოფელი წარმოდგენების, რომლებიც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.

ღმერთის გმობა არ არის პროგრესი; არც ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა არის უფლება. ჩვენ მოველით, რომ ამდენი ადამიანის მხრიდან დაუყოვნებლივმა უარყოფითმა რეაგირებამ საკმარისად ძლიერი გზავნილი გადასცა პასუხისმგებელ პირებს და მომავალში მსგავი მოქცევის პრევევია მოხდება," - წერია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

 

 

დღის ამბები