25 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ინფორმაცია, თითქოს გამოძიება შესაძლოა, ამ ვერსიაზეც მუშაობდეს, წმინდა წყლის პროპაგანდაა და პოლიტიკური მიზნები აქვს" - გიორგი უდესიანის ადვოკატი ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე

გიორგი უდესიანის ადვოკატი უარყოფს მის კავშირს ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან. მედიაში ეს თემა, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც, 9-წლიანი ძებნის შემდეგ, თურქეთში დააკავეს პირი, რომელმაც უდესიანს ესროლა. გამოძიების ინფორმაციით, ის დაქირავებული ქილერი იყო. მას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში, საქართველოს გადმოსცემენ.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება, გამოძიება მუშაობდეს ვერსიაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა წინააღმდეგ, საუბარია გიორგი უდესიანსა და რეზო ქურასბედიანზე. მქონდა მათთან კომუნიკაცია და ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ნებისმიერი ტიპის შემხებლობას ამ საქმეზე. ისინი არიან აბსოლუტურად უდანაშაულონი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს გამოძიება შესაძლოა, ამ ვერსიაზეც მუშაობდეს, არის წმინდა წყლის პროპაგანდა და მას აქვს პოლიტიკური მიზნები," - აღნიშნა გიორგი უდესიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები