22 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საჰაერო ბურთით ნაგვის პარკები ჩამოაგდო

ჩრდილოეთ კორეის ნაგვის პარკები, რომლებსაც ისინი საჰაერო ბურთებით აგზავნიან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ჩამოვარდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტის გამო, კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური რიტორიკა უკიდურესად დაძაბულია.

სამხრეთ კორეის მაღალჩინოსნების განცხადებით, მაისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, დაახლოებით 3000 საჰაერო ბურთი გადმოფრინდა, რომლებითაც სხვადასხვა ტიპის ნაგავი ჩამოაგდეს, მათ შორი - საჭმლის ნარჩენები, უვარგისი ელემენტები და ფეკალიებიც კი.

საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ნაგვის პარკების აღმოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა საჰაერო ბუშტების გამო, რადგან მათ ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეის, გიონგის პროვინციაში მიმავალი ბურთები დააფიქსირეს.

დღის ამბები