საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, შეთქმულებისა და ოლიმპიადის დესტაბილიზაციის ბრალდებით, პოლიციამ პარიზში რუსეთის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 40 წლის მამაკაცი დააკავა და დაიწყო გამოძიება, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას, საფრანგეთში საომარი მოქმედებებით გამწვავებასა და ოლიმპიადის დესტაბილიზაციის მცდელობა ეხება.
სავარაუდო შეთქმულება ტერორისტულ აქტებს არ ითვალისწინებდა.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით ჩაატარეს.
აგენტებმა ბინიდან მტკიცებულებები ამოიღეს, რომელიც ადასტურებს, რომ მამაკაცი “პრორუსულ ოპერაციას” ახორციელებდა, რათა საფრანგეთში, ოლიმპიადის მიმდინარეობისას, დესტაბილიზაცია მოეწყო.