ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათი-არჩეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგება 3-კილომეტრამდე მონაკვეთი.
პროექტის ღირებულება 1 260 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუშაოებს ადგილზე ლანჩხუთის მერი გაეცნო.