22 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
კონგრესმენები შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ

კონგრესმენები ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ, რადგან ის ვერ გაუმკლავდა ყოფილი პრეზიდენტის დაცვის საქმეს.

კონგრესში მოსმენა დონალდ ტრამპზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა კომიტეტმა ერთ საკითხზე ორპარტიულ თანხმობას მიაღწია.

რაც შეეხება თავად დირექტორის პოზიციას; კიმბერლი ჩიტლი აღიარებს, რომ მისმა სამსახურმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და დონალდ ტრამპის სათანადოდ დაცვა.

შეგახსენებთ, თავდასხმა 13 ივლისს, პენსილვანიაში მოხდა. დონალდ ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთი ტყვია კი პრეზიდენტობის კანდიდატს ყურში მოხვდა. შემთხვევისას, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი. თავად თავდამსხმელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი სპეციალური სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

დღის ამბები