22 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთს პირველად ეწვევა - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პეკინში სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შედგება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამ კვირაში ჩინეთს ეწვევა. ეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პეკინში მისი პირველი მოგზაურობა იქნება.

კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება - იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია.

შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა. განხილვის მთავარი თემა იქნება "რუსული აგრესიის გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში" - ნათქვამია კიევში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები