22 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, რაც შეცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ომი უკრაინაში უფრო მალე დასრულდება. მისივე თქმით, შედეგად, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და ის უფრო სამართლიანი გახდება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს, ამხელა ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას - ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი," - აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, ქართულმა ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათი გათვლებით, არჩევნებში სწორედ ტრამპი გაიმარჯვებს.

"ოპოზიცია არამხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით, ტრამპი, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს. თუმცა, ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში," - აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები