ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა.
მასში ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.