22 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
გვარამიამ სიმართლესთან დაახლოება მოინდომა, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვისო, ვინც ობიექტურად ფიქრობს, მათი გულის მოგება მოინდომა - მამუკა მდინარაძე 

მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ნიკა გვარამიას შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თუკი მოქალაქეებისთვის რუსეთთან ფრენები კომფორტული და ევროინტეგრაციასთან თავსებადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისივე განცხადებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე ისტერიული დამოკიდებულება არაა ის ამოცანა, რომელსაც ხალხი ითხოვს.

ორმაგი სტანდარტი და ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობა - "ქართულ ოცნებაში", ნიკა გვარამიას ძველი განცხადებები შეახსენეს, სადაც ის რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტას ითხოვდა და მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა:

"ნიკა გვარამია მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება - რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში.

თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს.

მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა "მესიჯები" გაასწოროს,"- განაცხადა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები