ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია შემოდის. საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი სამგზავრო რეისების განხორციელებით AIR CHINA დაინტერესდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია რეისების შესრულებას სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 3-ჯერ განიხილავს.
კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები ასრულებს.