22 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას - მამუკა მდინარაძე

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, თუ ანა დოლიძესა და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიაც შეუერთდა, "მათ პრინციპულები უნდა დაერქვათ". მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის გაერთიანება მხოლოდ აგენტურას შეუძლია.

"გახარიაც თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ "პრინციპულები". საოცრებაა, წარმოუდგენელია, აგენტურის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორ უნდა დამაძალოს, რა უნდა მითხრას, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე და დავჯდე "ნაცებში", მათ სიაში შევიდე, მათ შევუერთდე." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები