"ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება იაპონიასთან - ქართველმა მორაგბეებმა იაპონიას სამი ლელო გაუტანეს და 10 წლის შემდეგ მეორედ დაამარცხეს.
ლელოები ვანო კარკაძემ, მიხეილ ალანიამ და გიორგი ჯავახიამ გაიტანეს, ლუკა მატკავამ კი ორი ჯარიმითა და ორი გარდასახვით გუნდს 10 ქულა შესძინა. საბოლოო ანგარიში 25:23 დასრულდა.
იტალიისა და უელსის შემდეგ, იაპონია მესამე ტიერ ერთის გუნდია, რომელიც საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამარცხა.