22 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
პრემიერი ეზრა ზეიასთან შეხვედრის შესახებ: ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი შედგა. მისივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე.

ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ.

ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები