22 ნოემბერი 2024,   20:11
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას მისი პარტიის "ნაციონალური ერთობის" შესაძლო უკანონო დაფინანსებას ეხება. პროკურატურამ გამოძიება საარჩევნო კამპანიების და პოლიტიკური დაფინანსების მაკონტროლებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

უწყების მიერ წინა კვირას წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ მარინ ლე პენმა 2022 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში კანონით დაშვებულზე მეტი ფინანსური რესურსი გამოიყენა. მარინ ლე პენი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დღის ამბები