11 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება. გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი და სხვა თამაშები, ასევე ფერების ფესტივალი.
საღამო კი "რეგიონის" გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.