22 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 9 ივლისს, ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზ მეფის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და ზაირა კიკვიძის ქუჩების მოსახლეობას.  

 

დღის ამბები