ბავშვთა საავადმყოფოს შემდეგ, ოკუპანტების სამიზნე სამშობიარო სახლი გახდა. მორიგ სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი.
ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მონაცემები შეიცვალოს.
იქამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთმა უკრაინის ყველაზე მასშტაბურ ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყა - დაიღუპა ორი ბავშვი და ექიმი, დაშავდა 46 ადამიანი. მონაცემებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კიდევ ეძებენ ადამიანებს, რომელთა ნაწილის ხმაც ნანგრევებიდან მკაფიოდ ისმის.
დღის პირველ ნახევარში, კიევის გარდა, განგაშის სიგნალი თითქმის ერთდროულად, სხვადასხვა რეგიონში ჩაირთო. მასობრივი სარაკეტო იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი.