რუსთავში "ოქსიგენ ფესტი" დაიხურა. საფესტივალო დღეები, რომელიც რუსთავის პარკში ისტორიულო ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, "რეგიონის" და მუროს კონცერტით დასრულდა.
სამდღიანი მთავარი მუსიკალური დღეების პირველი ლაინაფერი დანიური ჯგუფი "აუთლანდიში" იყო, 6 ივლისს, კი საფესტივალო სივრცეს სტეფანე და "შერეკილები" მასპინძლობდნენ.
"ოქსიგენ ფესტი" რუსთავში უკვე მესამე წელია რაც იმართება. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა და მთელი თვის განმავლობაში, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით მასპინძლობდა სტუმრებს.
"ოქსიგენ ფესტი" რუსთავის მერიის და "ოქსიგენის" ორგანიზებით ჩატარდა.