22 ნოემბერი 2024,   21:01
ვრცლად
პრემიერი, განათლების მინისტრთან ერთად, კიევიდან ჩამოსულ უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრთან, გიორგი ამილახვართან ერთად კიევიდან ჩამოსულ უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა. ეს უკვე მოზარდების მეორე ნაკადია, რომელიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებს.

მათთვის, ორი კვირის განმავლობაში, მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. ასევე, მოეწყობა ექსკურსიები. საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ.

 

დღის ამბები