22 ნოემბერი 2024,   09:08
ვრცლად
პრეზიდენტის ფოტოს დაწვის გამო, ტანზანიელ მხატვარს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პრეზიდენტის ფოტოს დაწვის გამო, ტანზანიელ პორტრეტის მხატვარს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მხატვარს შეუძლია, სასჯელის თავიდან ასაცილებლად 2000 დოლარიანი ჯარიმა გადაიხადოს.

შადრაკ ჩაულა დააკავეს ვირუსული ვიდეოს გადაღების გამო, სადაც ჩანს, როგორ წვავს ის პრეზიდენტ სამია სულუჰუ ჰასანის სურათს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მას.

24 წლის მხატვარმა დანაშაული აღიარა.

მხატვრის დაკავებას ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩაულა უკანონოდ დააკავეს, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც პრეზიდენტის სურათის დაწვას კრძალავს. ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რათა მხატვარს ჯარიმის გადასახდელი ფული შეუგროვონ.

წყარო: BBC

 

დღის ამბები