22 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე - ვლადიმერ პუტინი

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე დათანხმდება რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევად და მისაღებ ნაბიჯებს", - ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

პუტინის თქმით, რუსეთი ვერ დათანხმდება უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას, რადგან კიევის პასუხში დარწმუნებული არ არის.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე დათანხმდება რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევად და მისაღებ ნაბიჯებს. შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტა ამ შეთანხმების მიღწევის გარეშე. იმ იმედით , რომ მეორე მხარე გადადგამს პოზიტიურ ნაბიჯებს ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ახლავე გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა . ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მტერმა ისარგებლოს ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხელახლა შეიარაღდნენ, შეავსონ ჯარი იძულებითი მობილიზაციის გზით და მოემზადონ შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები