22 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
გურჯაანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოებია კოსტავასა და თყაიშვილის ქუჩებზე.

მიმდინარე წელს, ქალაქში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც ჯამში მილიონ 333 000 ლარი იხარჯება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი.

დღის ამბები