ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. ცხედარს მალე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.