22 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა, ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, დასანქცირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ტელევიზიების მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნული განცხადება ვაჟა სირაძემ აშშ-ის საელჩოში გააკეთა, სადაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

"მინდა, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც საელჩოს, ისე სრულიად ამერიკელ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მე და გარკვეული ძალოვნები დასანქცირდა, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ძალიან ცუდია, როცა ასეთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას გარკვეული ტელეარხები არხები ავრცელებთ. მხოლოდ წყაროზე დაყრდნობით არ უნდა თქვათ მსგავსი რამ, ვინაიდან არანაირი სანქცია და შეზღუდვები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან არ მოსულა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მედიის წარმოიდგინებიან თემასთან დაკავშირებით ესაუბრნენ შსს-ს კიდევ ერთ წარმომადგენელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, სულხან თამაზაშვილს. კითხვაზე არის თუ არა ის სანქცირებულთა სიაში, თამაზაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ვერაფერს იტყვის.

"მრავალი წელია უკვე ჩვენს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღესაც მოგვეცა საშუალება რომ აღვანიშნოთ. კიდევ ერთხელ ქალბატონ ელჩს მადლობას გადავუხდი," - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

 

დღის ამბები