იამაიკას ქარიშხალი "ბერილი" უახლოვდება, რომელსაც მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული.
ქარიშხალმა სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქარიშხალმა, აღმოსავლეთ კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე საცხოვრებელი სახლები და სოფლის მეურნეობა გაანადგურა.