საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. სტუმრებმა დედაქალაქის ისტორიული უბნები დაათვალიერეს. ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან, ასევე - ევროპის 17 ქვეყნიდან.
მათ საშუალება აქვთ, გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.
ღონისძიება 4 ივლისს სრულდება.