25 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა - ვახტანგ გომელაური

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ არ იყო მიწვეული პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი.

"იცით ჩვენი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ პრეზიდენტს გავუფრთხილდით. კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი და მეორე კიდევ მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ადამიანს ცოცხლად სწვავდა. აქედან გამომდინარე, უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი არ დაგვეპატიჟებინა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება კითხვას, ღონისძიებაზე რატომ არ იმყოფებოდნენ ელჩები, გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველა მიწვეული იყო.

„ყველა ელჩი მოწვეული იყო, ზოგს არ ეცალა, როგორც დარეკეს, ზოგი გაციებული იყო. როგორც ვიცი, მოადგილეები და მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

დღის ამბები