25 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს - პრემიერი

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.

"საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები