25 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა გაზრდილია

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, აპრილის თვეში, 11.8%-ია, წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 9%-ით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, სამომავლოდ, დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ რიცხვები და მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება. მმართველ გუნდში კი აქცენტს სწორედ სტატისტიკაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ქართული ეკონომიკის მდგრადობა ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია.

ეკონომიკის დივერსიფიცირება რომ საინვესტიციო აქტივობას ზრდის, ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას ეკონომისტები. ექსპერტების განმარტებით, გარე და შიდა შოკების პრევენცია ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს ყოველთვიურად აქვეყნებს.

დღის ამბები