შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის, ამერიკული არტილერია და "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემა გამოიყენოს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეიარაღების გამოყენება უკრაინას მხოლოდ იმ ტერიტორიაზე შეეძლება, საიდანაც რუსეთი ხარკოვს ესხმის თავს.
გამოცემის ცნობითვე, აშშ კვლავ გამორიცხავს უკრაინის საზღვრებს მიღმა შორ მანძილზე მოქმედი "ატაკამსის" რაკეტების გამოყენებას.
აშშ-ის პოზიციას იზიარებენ გერმანიასა და საფრანგეთშიც. შოლცი და მაკრონი აცხადებენ, რომ უკრაინას გერმანიისა და საფრანგეთის გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება უნდა მიეცეს.