25 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ეუთო/ოდირის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნის თანაავტორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია

"ამერიკის ხმა" ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი" [ODIHR - ოდირი], საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ "საქართველოში ახლადშემოღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. [კანონი] უნდა გაუქმდეს".

ოდირი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და "გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს".

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს მოსაზრება მხარდაჭერილია შეკრებისა და თავისუფლების საკითხებში ასოციაციის, ოდირის ექსპერტთა პანელის წევრების მიერ, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა ანტონინა ჩერევკომ განიხილა.

აღსანიშნავია, რომ პანელი შედგება რამდენიმე ათეული წევრისგან, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი სტრასბურგის სასამართლოში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდი იყო.

დღის ამბები