25 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მარგუს ცაჰკნას თბილისის აქციაზე გამოჩენა - ესტონელმა დეპუტატებმა ეს კითხვა პრემიერ კაია კალასს დაუსვეს

ესტონეთის პარლამენტში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებებს იწუნებენ.
დეპუტატების ნაწილი გაუმართლებლად და სხვა ქვეყნის საქმეში უხეშ ჩარევად მიიჩნევს მარგუს ცაჰკნას მოწოდებებს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
თუმცა ასე არ თვლის კაია კალასი, რომელსაც პარლამენტში საკუთარი კაბინეტის წევრის საქციელზე პასუხი მოსთხოვეს. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს მისი მინისტრის პირადი საქმეა, თუმცა არ უპასუხა კითხვას: მოიწონებდა თუ არა მისი მთავრობის მისამართით სხვა ქვეყნის დიპლომატის მსგავსს გამონათქვამებს.

საქართველოში მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და თბილისში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე  გამოსვლა - ეს ის საკითხებია, რომელზე კითხვებიც ესტონელმა პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. კაია კალასს კანონმდებლებმა ჰკითხეს, თვლის თუ არა მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ქმედებას უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევად. ესტონეთის პრემიერმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა, საკითხი საკამათოდ ჩათვალა და საქართველოში მიმდინარე აქციები მაიდნის მოვლენებს შეადარა.

ესტონელმა კანონმდებლებმა კაია კალასს ისიც კითხეს, თუ რატომ არის მიუღებელი გამჭვირვალეობის შესახებ კანონი ევროკავშირისთვის, როდესაც უცხო ძალების გამოსავლენად ანალოგიური კანონი შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეფექტურად მუშაობს.  

იმოქმედებს თუ არა თბილისში აქციაზე მარგუს ცაჰკნას გამოჩენა ქართულ-ესტონურ ურთიერთობებზე - ეს კითხვა კაია კალას დეპუტატმა ლაური ლაატსიმ დაუსვა.

სესიაზე დაისვა კითხვაც - იყო თუ არა აქციაზე ესტონეთის პირველი დიპლომატის გამოსვლა მთავრობის მეთაურთან შეთანხმებული, რაზეც კაია კალასმა განაცახადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ეს საკითხი მთავრობასთან წინასწარ არ განუხილავს. 

დღის ამბები